თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე, ქმარმა ცოლი დაჭრა. მომხდარი ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, კაცი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.