გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნდება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება. 22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თბილისში 20 მაისს გრილი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15, +17 იქნება, 21 მაისს +20, +22 გრადუსი, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
23 მაისს დღის მეორე ნახევარში სინოპტიკოსები ვარაუდობენ ხანმოკლე წვიმას ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.





