რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

The New York Times-ი ბუჩაში რუსების მიერ 8 უკრაინელი მამაკაცის მკვლელობის ვიდეომტკიცებულებას აქვეყნებს

გამოცემა The New York Times-მა ბუჩაში რუსი დესანტების მიერ 8 მამაკაცი მკვლელობის ვიდეომტკიცებულება გამოაქვეყნა და დაღუპულთა იდენტიფიცირება შეძლო.

როგორც გამოცემის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, დესანტები ბუჩაში იაბლონსკოის ქუჩაზე პატრულირებდნენ და სახლებში მოქალაქეებს ეძებდნენ. ამასთან, ისინი ამავე ქუჩაზე მდებარე 4-სართულიან საოფისე შენობაში მუშაობდნენ - როგორც გარეთ, ასევე შიგნით. ზემოხსენებულ შენობას რუსები ბაზად და საველე ჰოსპიტალად იყენებდნენ. 

უკრაინელმა გუშაგებმა თავდაპირველად მტრის შემოსვლის შესახებ მოსახლეობა რადიოს საშუალებით გააფრთხილეს და შემდეგ ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში დაიმალნენ. რამდენიმე საათში რუსმა დესანტებმა ძებნის დროს მათ მიაგნეს და ავტომატის დამიზნებით ქუჩაში გამოიყვანეს. სამხედრო ორგანიზაციების წევრობის დამადასტურებელი ტატუების ძებნის შემდეგ კი რუსებმა დატყვევებულები საკუთარ ბაზაზე გადაიყვანეს. 

თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს ე.წ. ბაზის პარკინგზე თავზე პერანგშემოხვეული მამაკაცები. ერთადერთი გადარჩენილის, ივან სკიბას თქმით, მათ მუხლებზე დგომა აიძულეს. მისივე თქმით, დესანტებმა ის მოქალაქეც მოკლეს, რომლებმაც ისინი სახლში შეიფარა. სკიბა სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ თავდაპირველი გასროლით ის დაიჭრა და რუსებს თავი მკვდრად მოაჩვენა.

გამოცემის ინფორმაციით, მოკლული უკრაინელი მამაკაცების სხეულები ე.წ. ბაზის ეზოში ერთ თვეზე მეტ ხანს გააჩერეს. როგორც ადგილზე დატოვებული და აღმოჩენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რუსი სამხედროები 104-ე პოლკიდან იყვნენ.

კომენტარები