რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია: ვინც პუტინის საქმეს აკეთებს, სამიზნე უნდა იყოს – ფინანსურად თუ პოლიტიკურად

ჩვენ პოდოლიაკამდეც იგივე პოზიცია გვქონდა, რომ ყველა, ვინც პირდაპირ ან თუნდაც ირიბად პუტინის საქმეს აკეთებს, ფინანსურად თუ პოლიტიკურად თავისუფალი სამყაროს სამიზნე უნდა იყოს. ეს დაგვიანებით, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. ივანიშვილი იმ კურსით, რასაც ის მის გარემოცვასთან ერთად ატარებს, დაასრულებს იმით, რომ თავისუფალ სამყაროსთან განადგურდება. 

ტრადიციულ, პუტინისტურ-ავტორიტარული რეჟიმების გზას ადგანან, რომ ვინც გააკრიტიკებს მათ, თუნდაც ძალიან რბილად, თუ ეწყინათ, მაშინვე აბაშიძე, ლუკაშენკო, პუტინის სტილში [ამბობენ] რომ ის არის მტერი.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმდჯომარე, გიგა ბოკერია. ბოკერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის კომენტარს ეხმაურება - რადიო მაესტროს ცნობით, პოდოლიაკმა მათთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას თქვა, რომ პრორუსი ოლიგარქები სანქციების სიაში უნდა იყვნენ. 

კომენტარები