აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 საქართველოს მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, 3 ადამიანს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს, ხოლო ერთი პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებს.
"ერთი დაშავებულის მდგომარეობა მედიკოსების მიერ მძიმედ ფასდება. საშუალო სიმძიმის 3 პაციენტი მრავლობითი მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, ხოლო მსუბუქად დაზიანებული ერთი პირი ხვალ დატოვებს კლინიკას". - წერია განცხადებაში.
ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც აჭარის მთავრობის ცნობით, უკვე საქართველოშია გადმოსვენებული.