საქართველო-NATO

სტოლტენბერგი ღარიბაშვილს შეხვდება – NATO-მ ინფორმაცია განაახლა

ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი

NATO-ს მიერ განახლებული განცხადების თანახმად, გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, 18 მაისს შეხვდება.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ბრიუსელში იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა, რომელიც 18 მაისს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. შეხვედრის გაუქმების შესახებ ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ შეხვედრის გაუქმების მიზეზი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 17 მაისს გაემგზავრა. ის უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც ღარიბაშვილთან საუბარში ყურადღება ქვეყანაში რეფორმებისა და კანონის უზენაესობის საჭიროებაზე გაამახვილა.

კომენტარები