ევროკავშირის კითხვარი

ღარიბაშვილი: მივემგზავრები ბრიუსელში, გვექნება განხილვა EU-ს კითხვარის ირგვლივ

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მიემგზავრება. მისი თქმით, შეხვედრები ექნება NATO-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და მაღალი რანგის პირებთან. 

ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით განხილვები იქნება. 

"დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანების გავაცნობთ".- ამბობს ღარიბაშვილი. 

კომენტარები