რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: რუსეთმა პოპასნაიას და ხერსონის ასაღებად ჯარის მესამედი დაკარგა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსეთმა პოპასნაიას და ხერსონის ასაღებად, ასევე ლუგანსკის ოლქის საზღვართან მისასვლელად, ჯარის მესამედი დაკარგა.

ამასთან, არესტოვიჩის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ომში წარუმატებლობას განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს.

"მათ კიდევ რომელიმე 2 სოფლის აღება შეუძლიათ. ეს არაფერს შეცვლის, მათ აქ წააგეს... ევროკავშირს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის "მეოთხე ძალა" გაჩნდა და ეს ყველაფერი პოპასნაიას აღებით დასრულდა. რუსული ჯარის მესამედი განადგურებულია, რუსეთის არმიის მესამედო პოპასნაიას და ხერსონის აღებას შეალიეს. ასევე, ლუგანსკის ოლქის საზღვართან მისვლას. ასე არ გამოვა. უბრალოდ ვიცი იქ როგორი თავდაცვა გვაქვს, ვერ გაივლიან, არ ექნებათ საკმარისი ძალა და საშუალება, როგორც არ უნდა გადაისროლონ ეს უბედური რეზერვისტები, რომელსაც იქ იძახებენ, მოამზადეს – გადაისროლეს. მომზადებას მხოლოდ 4 დღე დაუთმეს, სულ ეს არის. სრული კრახია. ჩვენი კი მათ მარცხს გავაძლიერებთ, როდესაც კონტრშეტევაზე გადავალღ. ამიტომ მათ შეუძლიათ კიდევ ორი სოფლის აღება, ეს კი არაფერს შეცვლის, ასე რომ ჩვენ დავბრუნდებით სახლში, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით". - თქვა არესტოვიჩმა.

კომენტარები