ევროვიზია 2022

საზმაუ: ეროვნულმა ჟიურიმ 12 ქულა უკრაინას მისცა, ამას ნოტარიულად დამოწმებული საბუთი მოწმობს

REUTERS/Yara Nardi

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ჟიურიმ უმაღლესი შეფასება, 12 ქულა, უკრაინას მიანიჭა, რასაც, მათი განმარტებით, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტიც მოწმობს.

14 მაისს, ევროვიზიის ღონისძიების მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, ქართველმა მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური შეფასება 12 ქულა მიანიჭა, ეროვნულმა ჟიურიმ კი 6 ქულა.

"ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ ულოცავს უკრაინას დამსახურებულ გამარჯვება". - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა.  

კომენტარები