რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთ დღეს ევროვიზიას მარიუპოლში ვუმასპინძლოთ

ჩვენი სიმამაცე აოცებს მსოფლიოს, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს. მესამედ ისტორიაში და მჯერა, რომ არა უკანასკნელად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთ დღეს ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლმა უმასპინძლოს. თავისუფალმა, მშვიდობიანმა, აღდგენილმა.
მადლობა გამარჯვებისთვის Kalush Orchestras-სა და ყველას, ვინც ხმა მოგვცა. რა თქმა უნდა, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი მალე გაისმება. 
დიდება უკრაინას!

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

კომენტარები