რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბულგარეთისა და რუმინეთის საპასუხოდ, რუსეთი მათი საელჩოების თანამშრომლებს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთმა ბულგარეთისა და რუმინეთის საელჩოების თანამშრომლები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან აძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა რუმინეთის საელჩოს 10 და ბულგარეთის საელჩოს 1 თანამშრომელი. 

რუსეთში რუმინეთისა და ბულგარეთის ელჩები უწყებაში დღეს, 13 მაისს დაიბარეს და თანამშრომლებზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. 

CNN-ის ცნობით, რუმინეთთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიღებული გადაწყვეტილება 5 აპრილის "გაუმართლებელ გადაწყვეტილებაზე" პასუხია -  რუმინეთმა რუსეთის საელჩოს 10 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. 

რაც შეეხება ბულგარეთს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება არის პასუხი ბულგარეთის "არამოტივირებულ გადაწყვეტილებაზე", დედაქალაქ სოფიადან რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით.

კომენტარები