მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

სარჯველაძე სააკაშვილზე: თუ აქ ვერ დაეხმარებიან, უცხოეთში წაყვანაზე საუბარი შეიძლება იყოს

თუ იარსებებს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვერც პენიტენციური სამსახურის და ვერცერთი კერძო კლინიკის მომსახურება ვერ აღმოჩნდება საკმარისი, სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით გუშინაც აღინიშნა, რომ ღმერთმა დაიფაროს, ასეთი რამ სჭირდეს ბატონ სააკაშვილს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება, ამაზე საუბარი დაიწყოს, მანამდე ესაა საფუძველს მოკლებული.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 12 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

კომენტარები