კომპიუტერული თამაში

ELECTRONIC ARTS საფეხბურთო სიმულატორ FIFA-ს აღარ გამოუშვებს

Marca

ამერიკული კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი Electronic Arts საფეხბურთო სიმულატორ FIFA-ს აღარ გამოუშვებს. 

კომპანია თითქმის 30-წლიან ურთიერთობას წყვეტს ფეხბურთის ფედერაციასთან. EA-ს წარმომადგენლების თქმით სიმულატორისთვის ლიცენზიის შეძენა ძვირი ჯდება, ამიტომ კომპანია ახალ პროდუქტს EA Sports FC-ს გამოუშვებს. უკანასკნელი FIFA-ს თამაში 2023 წელს გამოვა.

გამოცემა New York Times-ის ცნობით ფიფა და EA ოქტომბრიდან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. FIFA-მ ლიცენზიის საფასური დეველოპერ კომპანიას ორჯერ გაუძვირა. დღევანდელი ხელშეკრულებით ფეხბურთის ფედერაცია თამაშების მწარმოებლისგან 150 მილიონ დოლარს იღებს.

FIFA-ს პირველი თამაში 1993 წელს გამოვიდა. დღემდე ფრენჩაიზმა 20 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. Electronic Arts-ის მონაცემებით საფეხბურთო სიმულატორს 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

კომენტარები