მხარდაჭერა უკრაინას

ART AGAINST BOMBS – თბილისში რუსი არტისტები უკრაინის მხარდამჭერ ფესტივალს ჩაატარებენ

Facebook

7 მაისს, ბარ Tortuga-ში, ერთდღიანი საქველმოქმედო ფესტივალი Art Against Bombs გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია არტისტული გაერთიანება Volyateam. ფესტივალიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება საქველმოქმედო ფონდს, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.

დღისით რამდენიმე მხატვარი, მათ შორის, ალისა იოფე, ანტისაომარ თემაზე საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენს. იოფე რუსეთიდან 5 მარტს ერთი ზურგჩანთით თბილისში გამოიქცა.

საღამოს, 18:00 საათიდან Tortuga-ს სცენაზე რამდენიმე მუსიკოსი გამოვა მათ შორის:

Heavenphetamine (იაპონია)

Hel:nosce (საქართველო)

Mix Master Kutyma (რუსეთი)

Verbindung (საქართველო)

Sonic Death (რუსეთი)

slackers (რუსეთი)

Volyateam რუსეთიდან გამოქცეული არტისტების შემოქმედებითი ჯგუფია, რომელიც თბილისში Sonic Death-ის წევრებმა არსენიი და დიანა მოროზოვებმა მეგობრებთან ერთად დააფუძნეს.

"ჩვენ რუსეთიდან გავიქეცით და საქართველომ მიგვიღო, შესაძლოა არც ვიმსახურებდით ამას, მაგრამ მიგვიღო. ჩვენი ღონისძიებები პირველ რიგში მადლობის ჟესტია ქართველი ხალხისადმი".

შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა 28 აპრილს საქართველოს სისხლის ბანკში 2 ლიტრამდე სისხლი ჩააბარეს.

 

კომენტარები