რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად LNG-ის იმპორტს ზრდის

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი 
REUTERS/Fabian Bimmer

გერმანია რუსეთისგან გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატივებს იძიებს. თხევადი გაზის ტრანსპორტირებისთვის გერმანიამ მცურავი საცავის რეგაზიფიკაციის ერთეული (FSRU) იქირავა.

FRSU-ი წარმოადგენს სპეციალური ტიპის გემს, რომელიც ოკეანის არხებში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG)-ის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

FRSU-ზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული გაზის ჩანაცვლებისთვის რესურსების მოძიება დაიწყეს. FRSU-ები გერმანიის სტრატეგიის ძირითადი ნაწილია, ვინაიდან მუდმივი LNG ტერმინალის აშენებას დიდი დრო და რესურსი სჭირდება. 

გერმანიის ენერგორესურსების მარაგებში რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ხვედრითი წილი დაახლოებით 1/3-ია. ბერლინმა განაცხადა, რომ რუსული გაზის საბოლოოდ ჩანაცვლებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.

ასევე, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი გასულ კვირებში, მოლაპარაკებების მიზნით, გაზის მწარმოებელ ქვეყნებს, ნორვეგიასა და ყატარს ეწვია. 

გერმანიის პირველი FRSU-ს სიმძლავრე 7.5 წელიწადში მილიარდი კუბური მეტრი იქნება, რაც გერმანიაში გაზზე საერთო მოთხოვნის 8.5%-ია. 

პორტიდან საქალაქთაშორისო სატრანსპორტო მილსადენებსა და მიწისქვეშა საწყობებთან დამაკავშირებელ ხაზს რეგულირებადი მილსადენის კომპანია OGE აშენებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის მიზანია სრულად განახლებად გაზზსა და სუფთა წყალბადზე გადასვლა, გერმანიის კლიმატის დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.

კომენტარები