რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია: რუსული ჯარები უკვე აზოვსტალის ტერიტორიაზე იმყოფებიან

ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ რუსი ოკუპანტების აზოვსტალის ქარხანაში შეჭრა დაადასტურა. ამის შესახებ მან Радіо Свобода-სთან ისაუბრა.

"მეორე დღეა ქარხნის შტურმის მცდელობები გრძელდება. რუსული ჯარები უკვე აზოვსტალის ტერიტორიაზე იმყოფებიან". - თქვა არახამიამ აზოვის პოლკის მეთაურის სიტყვებზე დაყრდნობით.

ამასთან, არახამიამ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მარიუპოლის მცველებთან, რომლებიც ქარხანაში იმყოფებიან, კავშირი აღადგინა.

მანამდე უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.


Українська правда-ს წყაროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ.

მეორე დღეა, რაც აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები არიან გამაგრებული, რუსეთის შეიარაღებული ძალების შტურმი მიმდინარეობდა. აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. 

კომენტარები