დღეს არის მედიის საერთაშორისო დღე და ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი ფარისევლურად ულოცავდა ჟურნალისტებს ამ დღეს. თუმცა, ამავე დღეს მივიღეთ საერთაშორისო რეიტინგები, რომელიც აჩვენებს, რამდენად მძიმე სიტუაცია გვაქვს მედიის თავისუფლების მიმართულებით.
სამწუხაროდ, წელს პირდაპირ აისახა 5 ივლისის შედეგები ამ საერთაშორისო რეიტინგებზე. პირდაპირ აჩვენებს, რომ ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება აზარალებს არა თუ მედიის თავისუფლებას, არამედ მთლიანად ქვეყნის დემოკრატიას.