რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინიდან ჩეჩნეთში ჩატანილი მოპარული ტრაქტორები დისტანციურად გამორთული აღმოჩნდა

CNN

უკრაინიდან ჩეჩნეთში ჩატანილი მოპარული ტრაქტორები დისტანციურად გამორთული აღმოჩნდა.

რუსმა სამხედროებმა ქალაქ მელიტოპოლიდან 27 ერთეული სამეურნეო ტექნიკა მოიპარეს. ტრანსპორტი ფირმა Агротек-ის კუთვნილებაა, კომპანიის დირექტორის თქმით, ჯიპიესმა უკანასკნელად მანქანები ჩეჩნურ დასახლება ზაკან-იურტში აჩვენა. როგორც აღმოჩნდა, ტექნიკა დისტანციურად დაბლოკილია და ოკუპანტები მას ვერ გამოიყენებენ.

"როდესაც ოკუპანტებმა ტექნიკა ჩეჩნეთში ჩაიტანეს, ის ვერც კი ჩართეს, იმიტომ, რომ დისტანციურად არის დაბლოკილი. ალბათ ახლა ეძებენ რუს სპეციალისტს, რომელიც მანქანების ამუშავებაში დაეხმარებათ". – ამბობს Агротек-ის დირექტორი.

მელიტოპოლის ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების John Deere-ს ბრენდის სამეურნეო ტექნიკა მოიპარეს. რუსმა სამხედროებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს ხორბალი ჩამოართვეს და ყირიმში გადააგზავნეს.

წყარო: CNN

კომენტარები