მარგარიტა სიმონიანი

კირკოროვი სიმონიანს: როგორ ბედავ გალკინის დამცირებას? ჟურნალისტი ხარ და არა ბაზრის ქალი

Be Funky

რუსმა მომღერალმა, ფილიპ კირკოროვმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი გააკრიტიკა.

"მარგარიტა სიმონიანმა, ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, ძალიან უსიამოვნოდ ილაპარაკა ჩემი კოლეგების – მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვას შესახებ. რისთვის? სანთელი გეჭირა? რატომ აშავებ საჯაროდ ადამიანს და მის ოჯახს? რას იფიქრებენ შენზე მაქსიმის და ალას შვილები? ან რას იფიქრებენ საკუთარ სამშობლოზე? როგორ ბედავ ადამიანების საჯაროდ დამცირებას? ვინ მოგცა ამის უფლება? მარგარიტა, შენ ჩვენი ქვეყნის რუპორის მთავარი რედაქტორი ხარ. არ გაქვს უფლება დათესო განხეთქილება. შენ ჟურნალისტი ხარ და არა სამარცხვინო ბაზრის ქალი, რომელიც ჭორებს ავრცელებს. შენზეც მოიძიბნება ერთი-ორი ბინძური ჭორი, ყველანი ცოდვილები ვართ, წმინდანები არავინ ვართ. დიდი პროფესიონალები ტოვებენ ქვეყანას და იმის ნაცვლად, რომ მათ დაბრუნებაზე იზრუნოთ, უბრალოდ ცხოვრებას ურთულებთ". – ამბობს კირკოროვი.

ახლო წარსულში სიმონიანმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გალკინის შესახებ ასე ილაპარაკა:

"ის არის გეი, რომელმაც გამდიდრების, კარიერული წინსვლის მიზნით ასაკოვან ქალზე იქორწინა". 

კირკოროვს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ღიად პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა გააპროტესტა უკრაინელი სამართალდამცავების მიერ პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის დაპატიმრება.

მომღერალი ფილიპ კირკოროვი ალა პუგაჩოვას ყოფილი ქმარია.

კომენტარები