დანია-შვედეთი

დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

Lockheed Martin

დანია და შვედეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ჯაშუშმა თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცეები დაარღვია. მომხდართან დაკავშირებით ორივე ქვეყანამ რუსეთის ელჩები კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

დანიის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცე სადაზვერვო თვითმფრინავმა დაარღვია, რომელმაც დანიის საზღვრებში "ძალიან მოკლე დროით" იმყოფებოდა. უწყება აღნიშნავს, რომ დანიის F-16 თვითმფრინავებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იეპე კოფოდს თქმით, საჰაერო სივრცის დარღვევა "სრულიად მიუღებელი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია არსებულ ვითარებაში".

დანია NATO-ს ერთ-ერთი წევრი ქვეყანაა, ხოლო ალიანსში გაწევრიანების შესახებ შვედეთში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. ბოლო ცნობებით, ქვეყანა გაწევრიანებაზე განაცხადს ფინეთთან ერთად 2022 წლის მაისში გააკეთებს.

კომენტარები