არ არსებობს არგუმენტი, შენ ადამიანს ციხეში კლავდე, ამის მტკიცებულებები არსებობდეს და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი დიახაც, უნდა იყოს ციხეში. ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში. ეს ადამიანი აუცილებლად იქნება გადაყვანილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ და რაც არ უნდა ბატონი კობახიძე და სხვები საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ექვსწლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არის გამორიცხული.
გამორიცხულია, ჩემზე კარგად იციან. ისინი საკუთარ ამომრჩევლებს, საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს ელაპარაკებიან და არ უნდათ, რომ რეალობას თვალი საჯაროდ გაუსწორონ. რეალობა კი სრულიად საპირისპიროა. მათ აუცილებლად მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.