რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოიჩენკო: ათასობით გვამი ნანგრევების ქვეშ იხრწნება, შესაძლებელია ეპიდემიების გავრცელება

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ქალაქის მცხოვრებ 100 000-მდე ადამიანს, ათასობით გვამის გახრწნისა და ანტისანიტარიის გამო სასიკვიდლო საფრთხე ელოდება.

"ქოლერა, დიზენტერია და ნაწლავის ჩხირი. 100 000-მდე მარიუპოლელს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება არამხოლოდ თავდასხმების, არამედ გაუსაძლისი სასიცოცხლო კონდიციებისა და ანტისანიტარიის გამო". - აცხადებს ქალაქის საკრებულო.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ჰაერის ტემპრერატურა უკვე 20 გრადუსს აღწევს. შესაბამისად, ქალაქში, სადაც წყლისმიწოდებისა და კანალიზაციის პრობლემებია, ათასობით გვამი კი ნანგრევების ქვეშ იხრწნება, შესაძლებელია მძლავრი და სასიკვდილო ეპიდემიების გავრცელება.

"ოკუპანტებს არ შეუძლიათ, რომ მოსახლეობა საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით უზრუნველყონ. ან უბრალოდ არ არიან ამით დაინტერესებულნი. ისინი ბლოკავენ ევაკუაციის ყველა მცდელობაა. ამის გარეშე ხალხი დაიხოცება. ყველაფრის შემდეგ, რაც მარიუპოლმა გადაიტანა, დანგრეულ ქალაქში შუასაუკუნეების მსგავსი საცხოვრებელი კონდიციებია. საჭიროა დაუყოვნებლივი და სრული ევაკუაცია". - თქვა ბოიჩენკომ.

კომენტარები