კანონი და სამართალი

ჩარკვიანი: მელიამ დააძინა პროცესი, მისი მანიპულირება მოახერხა ცბიერმა ბოკერიამ

20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, ყველაზე დიდი აქცია როცა ჩატარდა, თქვენ გახსოვთ, როგორი კრიტიკა დაიმსახურა ჩემმა გამოსვლამ, როცა ვიკითხე - ამ აქციის, ყველაზე დიდი აქციების შემდგომი გასაღები როგორ აღმოჩნდა ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ევროპული საქართველოს ხელში?

როდესაც ყველაზე დიდი, მსხვილი ნაციონალური მოძრაობა ანტურაჟს უქმნიდა უმცირეს ევროპულ საქართველოს, რომელმაც დაანგრია შუაზე თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა. 

ენმ-ს თავმჯდომარე გახლავთ ნიკანორ მელია, რომელმაც დააძინა პროცესი, და მე კითხვას ვსვამ - [მაშინდელი აქციების] გასაღებიც ხომ არ აღმოჩნდა ნიკანორ მელიას მიცემული ევროპული საქართველოსთვის?

ეს არის ჩემი გაანალიზებული. ყირაზე წავიდა ყველაფერი, მოგებული ომი წაგვაგებინეს, ბატონებო და აქ ურევია სუსტი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას ხელი, ძალიან სუსტი თავმჯდომარეა, რომლის მანიპულირებასაც ახერხებდა საკმაოდ ჭკვიანი, ცბიერი, მაგრამ არა ტალანტი, ეს უკვე მისი სურვილია, გიგა ბოკერია.

კანონი და სამართალის ლიდერი თაკო ჩარკვიანი TV პირველზე.

კომენტარები