ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 30 აპრილამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.

კომენტარები