რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰაბეკი: ვიმედოვნებთ, რომ რუსული ნავთობის ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში ვიპოვით

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, გერმანია იმედოვნებს, რომ რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში იპოვის.

ჰაბეკის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეძლებს გერმანია ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს გამკლავებას.

ოფიციალური ბერლინი ამ დრომდე აცხადებდა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე  სრულად შეწყვეტდა. თუმცა, ევროკავშირის მიერ ემბარგოს დადების შემდეგ მათი ზემოხსენებული გეგმა ჩავარდა.

"დღეს შემიძლია ვთქვა, რომ [რუსულ ნავთობზე] ემბარგო გერმანიისთვის გამკლავებადი იქნება". - თქვა ჰაბეკმა პოლონელ კოლეგასთან, ანნა მოსკვასთან ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე რუსულ ნავთობს გერმანული ნავთობის იმპორტის თითქმის მესამედი ეკავა. 1 თვის წინ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წილი 25%-მდე შეამცირეს. დღეს კი მანვე აღნიშნა, რომ ამჟამად ეს რიცხვი 12%-მდეა შემცირებული.

კომენტარები