რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სიმონიანი: საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად ადეკვატურად იქცევა

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა.

სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ესროლა, თავად დააკავეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, რიტორიკა მშვიდი აქვთ, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს წევრს ОДКБ-ში.

ხომ არ გაგვეუქმებინა მათთან საჰაერო კავშირებზე აკრძალვა? ისინი ამას ძალიან ელიან.

ასე ეხმაურება კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი Telegram-ის საკუთარ გვერდზე სპუტნიკ საქართველოს ცნობას, რომ "საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს ოპოზიციის ინიციატივას უკრაინელების მიერ ბუჩაში მოწყობილი პროვოკაციის გენოციდად აღიარებას შესახებ".

კომენტარები