რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯეიმს ჰიპი: თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს, ეს ლეგიტიმური იქნება

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მდივნის მოადგილის, ჯეიმს ჰიპის თქმით, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს განახორციელებს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება. ამის შესახებ მან Times Radio-სთან ისაუბრა

ჰიპის თქმით, ბრიტანეთისთვის "აუცილებლად პრობლემური არ იქნება" თუ უკრაინა ამისთვის მათ მიერ მიწოდებულ იარაღს გამოიყენებს.

კითხვაზე თვლის თუ არა ბრიტანეთი, რომ უკრაინულ ძალებს რუსეთზე თავდასხმის უფლება აქვთ, ჰიპიმ ასე უპასუხა:

"რა თქმა უნდა ასე ვთვლით. ფაქტია, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანა იყო, რომელიც საკუთარ საზღვრებში მშვიდობიანად ცხოვრობდა. შემდეგ კი სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა, მისი საზღვრები დაერღვია და მათ ქვეყანაში 130 000 ჯარისკაცი შეეყვანა. ამით დაიწყო ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, და ამ ომში უკრაინას სჭირდება დარტყმა ოპონენტის ტერიტორიის სიღრმეში, რათა იერიში მიიტანოს ლოგისტიკურ ხაზებზე, საწვავის მარაგებზე, საკომუნიკაციო ობიექტებზე, და ეს ომის ნაწილია". - თქვა ჰიპიმ.

ამასთან, ჰიპიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეებში ლოგისტიკური ხაზების სამიზნეში ამოღება სავსებით ლეგიტიმური იქნება, რადგან თუ ეს ხაზები არ დაირღვევა, ის პირდაპირ წვლილს შეიტანს უკრაინულ მიწაზე მასობრივ მკვლელობებში.

კომენტარები