რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰაბეკი: გერმანიამ შეცდომა დაუშვა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება წლების წინ უნდა გაგვეწია

გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის თქმით, გერმანიამ წარსულში შეცდომა დაუშვა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარება წლების წინ უნდა გაეწია. ამის შესახებ ჰაბეკმა ადგილობრივ არხთან, ZDF-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"უკრაინას სამხედრო კუთხით გაცილებით ადრე უნდა დავხმარებოდით, არ ვსაუბრობ დღეებზე ან კვირებზე, არამედ წლებზე. ცხადია, ეს არის შეცდომა, რომელიც წარსულში დავუშვით. თუმცა, ის რომ წარსულში სწრაფად არ ვიმოქმედეთ, არ ნიშნავს, რომ ახლაც არ უნდა ვიჩქაროთ". - თქვა ჰებეკმა.

უკრაინისთვის მძიმე შეირაღების მიწოდებაზე დასმულ კითხვაზე, ჰაბეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არამხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვის, გერმანიამ კი, [უკრაინას] შეიარაღება უკვე მიაწოდა და კიდევ უნდა მიაწოდოს.

"უკრაინა საკუთარი თავისთვის იბრძვის და ჩვენ ვეხმარებით, თუ უკრაინა ამ ომში ჩვენთვის იბრძვის და მთელი ევროპის თავისუფლებას იცავს? ეს უკანასკნელი ცალსახად სწორი პასუხია, გერმანიამ [იარაღი] უკვე მიაწოდა და კვლავ უნდა მიაწოდოს". - თქვა ჰაბეკმა.

კომენტარები