მარტვილი

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევისას პოლიციის უფროსის მოადგილე დაშავდა, 1 პირი კი გარდაიცვალა

ტაბულა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მარტვილში, სოფელ ხუნწში ავტოსაგზაო შემთხვევისას პოლიციის უფროსის მოადგილე დაშავდა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა. 

"24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოდგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი მიცუბიშის მარკის ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად, მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა. ასევე, ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო". - წერია განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. 

კომენტარები