საქართველო-რუსეთი

მარტში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა, იმპორტი – გაიზარდა

2022 წლის მარტში საქართველომ რუსეთისგან 91 580 300 აშშ დოლარის საქონელი იყიდა, რაც წინა თვესთან შედარებით ნაკლებია, თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 მლნ დოლარით (2.5%) მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველომ რუსეთიდან შემოსულ იმპორტირებულ საქონელში 2022 წლის თებერვალში 95 923 700 დოლარი გადაიხადა, ხოლო გასულ წელს, 2021 წლის მარტში - 89 306 600 დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ რუსულ ბაზარზე მარტის თვეში 16 958 100 აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც წინა თვესთან შედარებით, სამჯერ ნაკლებია (თებერვლის თვეში ექსპორტზე რუსეთში 50 194 200 დოლარის საქონელი გავიდა),  ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  - ორჯერ ნაკლები (2021 წლის მარტში საქართველომ რუსეთში 38 366 200 დოლარის პროდუქცია გაყიდა).

კომენტარები