პორტუგალიელ ფეხბურთელ, კრიშტიანო რონალდოსა და მის ცოლს, ჯორჯინა როდრიგესს ტყუპი გარდაეცვალათ. ამის შესახებ ფეხბურთელი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"უდიდესი მწუხარებით გვიწევს თქმა, რომ ჩვენი ბიჭი გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რაც მშობელმა შეიძლება განიცადოს. მხოლოდ ჩვენი გოგოს დაბადება გვაძლევს მხნეობას, რომ ამ მომენტში ცოტაოდენი იმედით და სიხარულით ვიცხოვროთ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ექიმებსა და ექთნებს მათი ზრუნვისა და დახმარებისთვის. განადგურებული ვართ დანაკარგით და ამ რთულ მომენტში, ყველას ვთხოვთ ჩვენი პირადი სივრცის პატივისცემას. ჩვენო პატარა ბიჭო, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. ყოველთვის გვეყვარები". – წერს რონალდო





