რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში ჩეჩნეთსა და სირიაში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს

მარიუპოლის დაბომბილი დრამის თეატრი
MAXAR

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთი მარიუპოლში 1999 წელს ჩეჩნეთში და 2016 წელს სირიაში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურ ანგარიშში წერს.

"მარიუპოლში დასახლებული რაიონების დაბომბვას რუსეთის მიერ 1999 წელს ჩეჩნეთში და 2016 წელს სირიაში გამოყენებული ტაქტიკის მსგავსია. ეს კი იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებსა და უკრაინელ ხალხზე თავდასხმას არ აპირებდა". - წერია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი სამხედრო მეთაურები შეშფოთებულნი უნდა იყვნენ იმით, რომ მარიუპოლის ასაღებად ამდენი დრო იხარჯება. მათი თქმით, უკრაინელების წინააღმდეგობამ რუსეთის ძალების მძიმე გამოცდის წინაშე დააყენა და შედეგად მათი წინსვლა სხვა მიმართულებებით შეანელა.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან მარიუპოლის აღების მცდელობა ქალაქის მოსახლეობას ძვირად დაუჯდა. კერძოდ, განადგურდა ინფრასტრუქტული რაიონები, მოსახლეობამ კი სერიოზული ზარალი განიცადა.

კომენტარები