ამინდის პროგნოზი

20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – გარემოს სააგენტო

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 აპრილს საქართველოში გამოიდარებს და 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +22, +27 გრადუსამდე დათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს +17, +19 გრადუსი იქნება, ხოლო 17-19 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები