რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კონაშენკოვი: რუსეთი უკრაინის სამხედრო ძალების პროვოკაციებს სარაკეტო შეტევებით უპასუხებს

Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის თქმით, რუსეთი უკრაინის სამხედრო ძალების პროვოკაციებს განახლებული სარაკეტო შეტევებით უპასუხებს. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ი ავრცელებს.

"კიევის ნაციონალისტური რეჟიმის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმა ან დივერსია კიევში სარაკეტო შეტევების რაოდენობას გაზრდის " - თქვა იგორ კონაშენკოვმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები