კრიმინალი

დააკავეს ადამიანი, რომელმაც გლდანში უკრაინის მოქალაქის მანქანა გაქურდა

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1990 წელს დაბადებული მ.წ. რომელმაც 31 მარტს გლდანში უკრაინის მოქალაქის მანქანა გაქურდა. შსს-ს ცნობით, მ.წ. წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ არის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო". - წერია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები