რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"პესიმისტურად ვარ განწყობილი" – ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრის შემდეგ

კარლ ნეჰამერი

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნემაჰერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოსკოვში პირისპირ შეხვდა ამბობს, რომ "ოპტიმისტურად განწყობილი" არ არის. 

"მთლიანად შეხვედრიდან არანაირი დადებითი შთაბეჭდილება არ მაქვს. პესიმისტურად ვარ განწყობილი. პუტინი მთლიანად სამხედრო ლოგიკაზე გადავიდა. ყველა ნიშანი შტორმისკენ მიგვანიშნებს".- თქვა მან. 

ავსტრიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ პუტინი არ ენდობა საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო სამართალს.

ნეჰამერი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინს პირისპირ შეხვდა. მისი თქმით, საუბარი ძალიან პირდაპირი, ღია და ხისტი იყო. 

"მე ყურადღება გავამახვილე ბუჩასა და სხვა ადგილებში სერიოზულ ომის დანაშაულებზე და ავღნიშნე, რომ ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მე ასევე გასაგებად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ადგილზე დარჩება და უფრო გამკაცრდება მანამ, სანამ უკრაინაში ხალხი იხოცება". – ამბობს ავსტრიის კანცლერი

კომენტარები