რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: რუსეთთან ომი შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსეთთან ომი შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს. ამის შესახებ არესტოვიჩმა ოპოზიციურად განწყობილ ყოფილ ადვოკატთან და პოლიტიკოსთან, მარკ ფეიგინთან ინტერვიუში ისაუბრა.

არესტოვიჩმა დღევანდელი სიტუაცია ისრაელსა და არებებს შორის არსებულ მდგომარეობას შეადარა. მისი თქმით, ისრაელსა და არაბებს შორის 5 ომი მიმდინარეობდა,"სანამ ისინი არ მიხვდნენ, რომ ეს მეთოდები არ მუშაობ და სხვაზე უნდა გადავიდნენ".

"ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი, საჭირო იქნება თუ არა 5, მაგრამ 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებული გვაქვს. ეს ნიშნავს შეტაკებებს ყოველ 2 ან შესაძლოა 5 წელიწადში ერთხელ და დიდ შეტაკებებს 7-8 წელიწადში ერთხელ". - თქვა არესტოვიჩმა.

ამასთან, არესტოვიჩმა უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავსი სცენარისთვის მზად არ არიან, ურჩია, რომ ქვეყანა ახლო მომავალში დატოვონ.

"ვინც ამისთვის მზად არ არის, ვინც ახლა ყვირის იმაზე, თუ როგორ იცხოვროს და აღზარდოს ბავშვები, სხვა ქვეყანა სჭირდება. აქ ახალი ისრაელია, მხოლოდ მასშტაბებია უფრო ძლიერი და საშინელი. ყველა ჩემი ახლობელი აქ არის და აქ იქნება. ვინც მზად არ არის, არსებობს თბილი ესპანეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. წადით იქ, თუ მზად არ ხართ". - თქვა არესტოვიჩმა.

გარდა ამისა, არესტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინის არმია დონბასის ტერიტორიის სრულ ოკუპირებას შეძლებს, უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს მის დასაბრუნებლად, რაც უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლსა და ეკონომიკურ დანაკარგებს გამოიწვევს.

კომენტარები