7 აპრილს თბილისის მერს, კახა კალაძესა და საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელ, ანდრეი კასიანოვს შორის შეხვედრა გაიმართა. მათ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენის, საქართველოში სკოლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნისა და კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს. კახა კალაძემ გვითხრა, რომ თბილისის მერია მზადაა, თბილისის ერთ-ერთ მოედანს უკრაინელი გმირების სახელი დაარქვას. უკრაინულმა მხარემ თბილისის მერიას ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მათ შორის არის საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ტანსაცმელები, რაც ჯამში 50 ტონას შეადგენს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
უკრაინის საელჩო: თბილისის მერია მზადაა, ერთ-ერთ მოედანს უკრაინელი გმირების სახელი დაარქვას
tbl.ge/5y6t
დაკოპირდა

წერს უკრაინის საელჩო სოციალურ ქსელში.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომირუსეთის აგრესია უკრაინაშიომი უკრაინაშისაქართველო-უკრაინაუკრაინა-საქართველოუკრაინის საელჩო საქართველოშიანდრეი კასიანოვითბილისის მერიაკახა კალაძე
ამავე თემაზე
- ზელენსკი: ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, ვგეგმავთ 20 მილიონი ვაწარმოოთ
- EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს
- სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს
- უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 20 ხომალდი დააზიანა
- პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა




