რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გარლანდი: ევროპელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად ომის დანაშაულის მტკიცებულებებს ვაგროვებთ

აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის თქმით, ამერიკელი პროკურორები ევროპელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების შესაგროვებლად მუშაობენ.

გარლანდის თქმით, ამ კვირაში იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ კოლეგებს ევროპოლიდან და ევროჯასთიდან და უკრაინის გენერალური პროკურორის დასახმარებლად ერთიან გეგმაზე იმუშავეს.

"ამ დეპარტამენტს ომის დანაშაულების ჩამდენების პასუხისგებაში მიცემის ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღეს, ჩვენ ვეხმარებით საერთაშორისო ძალისხმევას – გამოვავლინოთ და პასუხი ვაგებინოთ მათ ვინც უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლები არიან". - თქვა გარლანდმა.

კომენტარები