ვიწყებთ მეტეხის ხიდის რეაბილიტაციას, რომლის განხორციელებაც დაახლოებით 2 მილიონი ლარი ჯდება. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონების ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ასევე, დაგეგმილია ფასადებისა და თაღების გამაგრება და დამუშავება. გარდა ამისა, ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად იქნება განახლებული. დაგეგმილი სამუშაოების გამო, მეტეხის ხიდის არეალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად და ნაწილობრივ შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით. სამუშაოების დაწყება დაახლოებით 10 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი.
tbl.ge/5y2z
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან




