რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიტროპოლიტი ეპიფანე: კირილმა საკუთარი არჩევანი ანტიქრისტეს სასარგებლოდ გააკეთა

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ "რუსული სამყაროს" იდეოლოგია ნაციზმს შეადარა და მის თანაავტორად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი დაასახელა. ამის შესახებ მიტროპოლიტი Facebook-ზე წერს.

"ის [რუსული სამყარო] წარმოადგენს ძალადობას, მკვლელობას, ომსა და გენოციდს, ამიტომ ისევე უნდა უარვყოთ და განვსაჯოთ როგორც განვსჯიდით ნაციზმს, მის იდეოლოგებსა და მის დანაშაულებს. ამ კრიმინალური იდეოლოგიის თანაავტორად და წინამძღოლად მოსკოვის პატრიარქი კირილი და მისი მიმდევრები ითვლებიან. მან ხელქვეითებთან ერთად არამხოლოდ ყოველმხრივ გააღვივა ეს კოცონი, არამედ ღიად, ღმერთისა და ეკლესიის სახელით, თავისი მატყუარა პირით დალოცა ჯალათები, მკვლელები და მათი შავი საქმეები". - წერს ეპიფანე.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულის განკითხვა არამხოლოდ სწორია, არამედ ეს არის ყველა ადამიანის მორალური ვალი, "განსაკუთრებით კი მართლმადიდებელი ქრისტიანების". მისივე თქმით, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი, კირილი ანტიქრისტეს მხარეს დადგა.

"საუბარია არ არის კანონიკური სამართლის სიღრმეებზე, საღვთისმეტყველო წინააღმდეგობებსა და ისტორიულ დისკუსიებზე. საუბარია სიკეთესა და ბოროტებაზე და ყველას პირად არჩევანზე: ღმერთთან ხარ თუ ეშმაკთან? კირილმა საკუთარი არჩევანი ანტიქრისტეს სასარგებლოდ უკვე გააკეთა. მოვუწოდებ მათ, ვინც ამ დრომდე მას საკუთარ წინამძღოლად მიიჩნევს – გაახილეთ თვალები, შეხედეთ მისი სწავლების შხამიან ნაყოფს, ზურგი აქციეთ უკანონობას, აღარ იყოთ მისი თანამონაწილეები". - წერს ეპიფანე.

კომენტარები