ჰესები საქართველოში

პრემიერი: რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ, საბოლოო მოდელს რამდენიმე დღეში წარვადგენთ

კიდევ ერთი საკითხია, რაც მინდა, რომ საზოგადოებას წინასწარ ვაცნობო. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ საბჭოზე და მივეცი დავალებები შესაბამის სამინისტროებს, ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში - იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის თუ დიდი ჰესები.

ამის თაობაზე დავავალე ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს, შევიმუშავებთ უახლოეს რამდენიმე დღეში საბოლოო მოდელს და წარვადგენთ, ვფიქრობ, მომავალ კვირაში უკვე მექნება საშუალება, რომ შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ჰესების მშენებლობა დააანონსა.

კომენტარები