რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა

კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი ანგარიში კანადის პარლამენტის თემთა პალატას მოქალაქეობისა და იმიგრაციის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა წარუდგინა.

"მოვუწოდებთ კანადის მთავრობას მიიღონ უკრაინასთან უვიზო რეჟიმი. ასევე, სამოგზაურო ავტორიზაციის გაცემის ელექტრონული და დაჩქარებული სისტემა". - წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში დეპუტატები მთავრობას უკრაინელი ხალხის და ომის შედეგად გადაადგილებული უკრაინელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ვგმობთ უკრაინაზე გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ თავდასხმას, რომლის ბრძანებაც ვლადიმირ პუტინმა გასცა, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების ცხადი დარღვევაა". - წერია ანგარიშში.

კომენტარები