ოსკარი 2022

ტროი კოტსური ისტორიაში პირველი ყრუ მსახიობი კაცია, რომელმაც ოსკარი მიიღო

Variety

ფილმ CODA-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ტროი კოტსურმა ოსკარი მიიღო. 

კოტსური ისტორიაში პირველი ყრუ მსახიობი კაცია, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო.

CODA დრამატული კომედიაა, რომლის მთავარი პერსონაჟი ყრუთა ოჯახში გაზრდილი თინეიჯერი გოგოა.

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 94-ე დაჯილდოება ამ წუთებში ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს. 

კომენტარები