რუსული წარმოების მანქანები

GMC: 8 წელში უწყებებმა 11 მილიონი ლარი დახარჯეს რუსული წარმოების ავტომობილებში

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2014-2021 წლებში საჯარო უწყებებმა 11 003 758 მილიონი ლარი გადაიხადეს 122 რუსული წარმოების ავტომობილში.

უწყებები შპს სტრადასგან რუსული ГАЗ და ТД АЗ УРАЛ წარმოების დასუფთავების, თვითმცლელის და ავტობუსის ტიპის ავტომობილებს ყიდულობდნენ.

"2014-2021 წლებში შპს სტრადამ ჯამში 11 110 500 ლარის ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 11 003 758 ლარი მხოლოდ რუსული ავტომობილების გაყიდვით მიიღო.

კომპანიამ 86-დან 51 ტენდერში გაიმარჯვა და აქედან 39 შემთხვევაში კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.

გარდა ტენდერებისა, ამ კომპანიამ 2012-22 წლებში ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის 1 113 265 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო", - წერს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, შპს სტრადა არის რუსული კომპანია -  ГАЗ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და 2014 წლიდან ქვეყნის მასშტაბით რუსული წარმოების ავტომობილებს ყიდის. 

კომენტარები