საქართველო-NATO

სტოლტენბერგი: იმედია, შევთანხმდებით საქართველოსთვის, ბოსნიისთვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე

ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეგვიძლია. თუმცა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ომი არ გასცდეს უკრაინის ფარგლებს და არ გახდეს კონფლიქტი NATO-სა და რუსეთს შორის. ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ მსხვერპლსა და ნგრევას.

ასევე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევთანხმდებით სხვა პარტნიორებისთვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის არიან საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან ერთად ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ სუვერენიტეტისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლების დაცვაში.

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. 24 მარტს ბრიუსელში NATO-ს საგანგებო სამიტი გაიმართება.

კომენტარები