რუსეთი

ანატოლი ჩუბაისმა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი და რუსეთი დატოვა

ანატოლი ჩუბაისი

ანატოლი ჩუბაისმა დატოვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. 

ინფორმაციას ადასტურებს რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ი.

ამას გარდა, Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩუბაისმა რუსეთიც დატოვა. ამ ინფორმაციას ТАСС-თან ადასტურებს ჩუბაისთან დაახლოებული პირიც.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთში მაღალჩინოსნამა თანამდებობა დატოვა.

ჩუბაისს რუსეთის ექსპრეზიდენტის, ბორის ელცინის მთავრობის დროს ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის (1996-1997), ვიცეპრემიერისა (1992-1994; 1997-1998) და ფინანსთა მინისტრის (1997 წლის მარტი-ნოემბერი) თანამდებობები. 2020 წლის 4 დეკემბერს ვლადიმირ პუტინმა ჩუბაისი დანიშნა საკუთარ წარმომადგენლად საერთაშორისო ორგანიზაციებში.

კომენტარები