ავიაკატასტოფა

სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 133-ვე მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა

REUTERS

სამხრეთ ჩინეთში ავიაკატასტროფის ადილზე მაშველებმა დამწვარი თვითმფრინავის ნამსხვრევები და მგზავრთა პირადი ნივღები აღმოაჩინეს. მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ყველა, 133-ვე მგზავრი დაიღუპა.  

გუშინ, 21 მარტს China Eastern Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც 133 მგზავრით შიდა ფრენას ასრულებდა, გუანცის პროვინციაში, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდა

რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა, ჯერჯერობით, უცნობია. FlightRadar24-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი ექსპლუატაციაში 6 წლის წინ შევიდა. 

ბოლო ათწლეულის მონაცემებით, ჩინეთის ავიახაზების ინდუსტრია უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. საავიაციო უსაფრთხოების ქსელის თანახმად, ჩინეთში ბოლო ავიაკატასტროფა  2010 წელს მოხდა, როდესაც  დაბალი ხილვადობის გამო Embraer E-190 რეგიონული თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად, ბორტზე მყოფი 96 ადამიანიდან 44 დაიღუპა. 

კომენტარები