მკვლელობა სკოლაში

შვედეთში სკოლის მოსწავლემ 2 მასწავლებელი მოკლა

შვედეთის ქალაქ მალმიოში 18 წლის სკოლის მოსწავლემ ორი მასწავლებელი მოკლა. თავდამსხმელი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა მალმიოს ლათინურ სკოლაში მოხდა. მათივე ცნობით, თავდასხმელს დაახლოებით 50 წლის ქალების მოსაკლავად ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია. დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ.

თავდამსხმელი პოლიციამ გამოძახებიდან 10 წუთში დააკავა. როგორც შვედური გამოცემა Aftonbladet წერს, სამართალდაცველებმა 18 წლის მამაკაცის დაკავებისას ნაჯახი და დანა ამოიღეს.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევი არ არის და მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები