რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი უკრაინელებს მოუწოდებს, დათა თუთაშხიას ტაქტიკით იმოქმედონ

ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლეკსი არესტოვიჩი უკრაინის მოქალაქეებს და სამხედროებს მოუწოდებს, იმოქმედონ დათა თუთაშხიას ტაქტიკით, რომლის მიხედვითაც, არესტოვიჩი უკრაინელებს სთხოვს, რუსების თავდასხმის ამსახველი ვიდეო და ფოტოები ერთი დღით გვიან გაავრცელონ. 

მისი თქმით, მასალის სწრაფად გავრცელება რუსებს საქმეს უადვილებს. 

"იყო ასეთი ცნობილი ლიტერატურული გმირი, ქართული ეპოსის, რომელიც ეწინააღმდეგებოდა დაწყევლილ ცარიზმს და ეძახდნენ მას დათა თუთაშხიას, თავის დროზე მშვენიერი სერიალი იყო, ძველ, კარგ დროს. დათა თუთაშხიას ჰქონდა კონსპირაციული წესი, ის ჟღერდა ასე: თუ დაგინიშნეს შეხვედრა, მიდი ან ერთი დღით ადრე, ან ერთი დღით გვიან. ერთი დღით გვიან ყოველთვის დარჩები ცოცხალი. ზუსტად ეს წესი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით ან რუსული არმის დაბომბვის შედეგებზე ჩვენი ქალაქების და პოზიციების".- ამბობს არესტოვიჩი. 

მისი თქმით, სწორედ ამ შედეგების გაანალიზებით იცის მტერმა, რომელი ობიექტის გასანადგურებლად რა ტიპის შეიარაღება უნდა გამოიყენოს. არესტოვიჩი ამბობს, რომ განადგურებული ობიექტების გადაღება საშიშია. 

კომენტარები